14 აგვისტო, 2023 11:48
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები და სკოლის წარმომადგენლებმა დიდგორის ველზე, სამშობლოსათვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულეს.
ქართველების პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა თავის საყოველთაოდ აღიარებული ლექსები: “აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება”, “ხმალი ავლესოთ ქართველებო”, “ოცდაათი ვერცხლი” და “შეხვედრა თამარ მეფის ქანდაკებასთან” წაიკითხა.
გიმნაზიის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ქართველ პოეტთა პატრიოტული ლექსები წაიკითხეს და ქართული სიმღერები შეასრულეს – დალოცეს – მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
უკან გზაზე სოფელ ქვემო ნიჩბისში, წყაროსთან ტრადიციული ტრაპეზი გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს მეფე დავითი და “ძლევაი საკვირველი”….
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პირველ კლასში ახალ 2023/2024 სასწავლო წელს, ორის ნაცვლად, სამი პარალელური კლასი იქნება by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია