ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამოქალაქო კლუბმა ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით: „ინტელექტუალური ინვესტიცია’’
2017 წ. 17 ნოემბერს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამოქალაქო კლუბმა ერუდიტებმა ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით: „ინტელექტუალური ინვესტიცია’’.
ღონისძიება ეხებოდა განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებს და ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორის მამუკა მესხიშვილის კონკრეტულ გზას ამ წარმატების გზაზე. განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიცია მოგების სახით გვაძლევს განათლებას, ინტელექტს და შემდეგ მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოებას.
ბავშვებმა წარმოადგინეს სლაიდი: წარმატებული ადამიანების მესიჯი სამყაროს, სადაც განათლების სფეროში კონკრეტული წარმატებული ბიზნესმენების ისტორიები იყო წარმოდგენილი; გაუშვეს ფოტოკოლაჟი, რომელიც ასახავდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოკლე ისტორიას მისი არსებობის დაწყების დღიდან.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორმა ისაუბრა თავისი საქმიანობის შესახებ, უპასუხა კითხვებს, თუ რამდენად რთული გზა განვლო მან, რომ დღეს მიეღო ისეთი ბრენდი, რომელსაც ჰქვია ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა. მამუკა მესხიშვილის მთავარი მესიჯია – უნდა იყო მიზანდასახული და საქმე, რომელსაც წამოიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო.
სიტყვით გამოვიდნენ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წევრები, მათ შეაფასეს სკოლის
წარმატების საქმეში ბატონი მამუკას ღვაწლი.