ქართული ეროვნული სამოსის გაკვეთილი მაარიფის სკოლაში
,,ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში“ არის ადგილი, სადაც არაერთი ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით განსხვავებული მოსწავლეა. ამ ტიპის გარემოს განსაკუთრებული უპირატესობაა ის, რომ ბავშვები განსხვავებულის მიღებასა და პატივისცემას სწავლობენ.
ხელოვნებას, როგორც საგანს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში. ჩვენი ერთ-ერთი გაკვეთილი ქართულ ეროვნულ სამოსს დაეთმო. მოსწავლეებმა შეიტყვეს, თუ რა გამოარჩევს მას სხვა ქვეყნების ტრადიციული სამოსისგან, რა განსხვავებაა მთისა და ბარის ტანსაცმელს შორის და რამ განაპირობა სამოსის იმ სახის შექმნა, რომელიც დღესდღეობითაა ცნობილია.
ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ქართული სამოსის მიმართ და თავადაც შექმნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ტანსაცმლის ესკიზები. VII კლასი ერთ-ერთმა მოსწავლემ კი განსხვავებული სახით წარმოადგინა დავალება, მან საკუთარი ხელით შეკერა ეროვნული სამოსი.
ამ ტიპის გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის არის შესაძლებლობა, უკეთ გაეცნონ იმ ქვეყნის კულტურას, სადაც ცხოვრობენ, დაინახონ განსხვავება და ამავდროულად აღმოაჩინონ მსგავსება თავიანთ კულტურასთან.