მაარიფის სკოლის მასწავლებლების რჩევები არაქართულენოვან მოსწავლეებთან დაკავშირებით
მოგეხსნებათ, რომ არაქართულენოვანი ბავშვებისათვის არც ისე მარტივია მათემატიკის სწავლება. ამისათვის მაარიფის სკოლის მასწავლებლები ცდილობენ, გამოიყენონ სხვადასხვა ხერხი. მაგალითად, გვათავაზობენ სწავლების გახალისებისა და მეტი თვალსაჩინოებისათვის გეოგებრას პროგრამას. გეოგებრას პროგრამა არის არაჩვეულებრივი, როდესაც გვინდა დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ავაგოთ წერტილები, შემდგომ შევაერთოთ, ასევე ავაგოთ წრეწირი, წრფე და ა.შ. ,,ამ მეთოდით მეშვიდე კლასში დავაწყებინე ბავშვებს სწავლება. რისი გაკეთების საშუალება გვაქვს საკოორდინატო სიბრტყეზე, როგორ ავაგოთ წერტილი და ა.შ. საკითხი ყველამ საკმაოდ კარგად გაიგო. ამის შემდეგ კი როდესაც საქმე სიმეტრიებზე მივიდა, ბავშვებს საკმაოდ გაუმარტივდათ გაგება და გააზრება საკითხისა უფრო სიღრმისეულად” – აცხადებს მაარიფის სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი.
ყოველ გაკვეთილზე დამხმარე რესურსად პროექტორის გამოყენება საკმაოდ რთულია, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე , სათანადო საკითხებზე გეოგებრას პროგრამა აუცილებლად დიდ დახმარებას გაუწევს ნებისმიერ მათემატიკის მასწავლებელს. ბავშვებისთვის საკმაოდ თვალსაჩინოა მისი გამოყენებით სხვადასხვა საკითხებზე გადასხვლა და განხილვა.