„ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების“ პედაგოგის აღმოჩენა სწავლების პროცესში
მოგესალმებით, მე ვარ ინგლისური ენის პედაგოგი ვერიკო მასურაშვილი. რვა წელია ვატარებ პედაგოგის სტატუსს დიდი სიამაყით. 2020 წლის 15 სექტემბერს პედაგოგიური მოღვაწეობა გავაგრძელე შპს „ინტერნაციონალურ მაარიფის სკოლაში“
ახალი სამუშაო გარემო საინტერესო და სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის. უპირველესად ეს განაპირობა ჯანსაღმა კოლეგიალურმა ურთიერთობებმა. შევხვდი პედაგოგებს, რომლებიც ურთიერთობის ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ფლობენ. ჩემთვის ჯანსაღი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს მოტივაციის ამაღლებასა და სამსახურებრივი მოვალეობების ეფექტურად შესრულებას.
სიამაყით მინდა ვისაუბრო ჩემს კოლეგებზე, რომელთა ერთადაც ეს ძვირფასი ერთი წელი გავატარე. მათთან თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით, ერთმანეთისგან სწავლებითა და მრავალფეროვანი იდეების გაცვლით ჩვენ რთული პანდემიის რეჟიმში ონლაინ სწავლება ეფექტურად განვახორციელეთ. მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე პირისპირ სწავლების დროს, რის შედეგადაც მივიღეთ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, მოსწავლეებისგან მადლობის წერილი. არაფერი შეედრება ამ სიხარულს.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღმოჩენა, სწავლების ახლებური მიდგომა „დონეებად სწავლება“ რომელიც ინგლისური ენის ეფექტურად სწავლებას გულისხმობს და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთთესო მიდგომაა მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ასამაღლებლად. ინტერნაციონალურ მაარიფის სკოლაში ინგლისურ ენაში თითოეული კლასი იყოფა სამ დონედ: ელემენტარული, საშუალო და მაღალი, მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით. ცოდნის დონე კი პრეტესტის საფუძველზე დგინდება. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი საუკეთსო სტრატეგია მოსწავლეთა ცოდნის ასამაღლებლად სწორედ ასეთი სწავლებაა. ეს არის ხელშემწყოფი ფაქტორი, გაიღრმავოს ცოდნა მოსწავლემ. სკოლა აღჭურვილია უმაღლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს თავისი მრავალლფეროანი რესურსებითა და აქტივობებით.
ახლა კი სინანულით მინდა აღვნიშნო, თუ როგორ მიჭირს ჩემს ძვირფას კოლეგებთან და მოსწავლეებთან განშორება და გარკვეული დროით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება, საიდანაც კიდევ მეტად კვალიფიციური დავბრუნდები და გავაგრძელებ სიახლეებისა და სტრატეგიული სწავლების დანერგვას შპს ინტერნაციონალურ მაარიფის სკოლაში.