GE
19 ოქტომბერი, 2015 22:21

რა არის TestDaf გამოცდები?

TestDaf – არის გამოცდა გერმანულ ენაში უცხოელებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი ისწავლონ გერმანულ სასწავლო დაწესებულებებში ან მიიღონ ყველა გერმანული სასწავლო დაწესებულებების მიერ აღიარებული სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათი გერმანული ენის ცოდნას. TestDaf მუშავდება და მოწმდება TestDaf ინსტიტუტში გემანიაში, ქალაქ ჰაგენში და ტარდება მსოფლიო მასშტაბით თითქმის 80 ქვეყნაში, ლიცენზირებულ, ე.წ. ოფიციალურად აღიარებულ საგამოცდო ცენტრებში (საქართველოში TestDAF-ის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია გოეთეს ინსტიტუტში)

  √  გერმანული ენის კურსები edu.aris.ge-ზე – აირჩიე საუკეთესო ☼  

შედეგები ფასდება TestDaf-ის სამდონიანი შეფასების შკალით.

  • TestDaf – დონე 5 ( TDN 5)
  • TestDaf – დონე 4 ( TDN 4)
  • TestDaf – დონე 3 ( TDN 3)

ეს დონეები ევროპის საბჭოს შკალის მიხედვდით B 2.1 -დან C 1.2 -მდე დონეების შესაბამისია.

TestDaf-ის რომელი დონეა საჭირო გერმანულ სასწავლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად?

თუ თქვენ მიაღწიეთ TDN 4 დონეს გამოცდის ოთხივე ნაწილში, თქვენ დაბრკოლების გარეშე შეგიძლიათ დაიწყოთ სწავლა გერმანიის სასწავლებლებში ( რა თქმა უნდა, დანარჩენი იურიდიული და საგნობრივი მოთხოვნების დაცვით). თუკი თქვენ მიაღწიეთ TDN 5 დონეს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა, რომელიც სასწავლებელში სწავლის დაწყებისთვის საჭირო დონეზე მაღალია.

ზოგიერთ, გარკვეული სპეციალობების გერმანულ სასწავლო დაწესებულებებში საკმარისია TDN 4 დონეზე უფრო დანაბლი დონის ცოდნა გამოცდის ყველა ნაწილში. ყოველ სასწავლო დაწესებულებაში არის მიღების თავისებური წესი. განცხადების შეტანის დროს თქვენ უნდა გაარკვიოთ TestDaf-ის როგორი შედეგები არის საჭირო გარკვეულ სასწავლებელში თქვენს მიერ არჩეულ სპეციალობაზე.


ვის შეუძლია გამოცდაში მონაწილეობის მიღება?

  • ყველას, ვინც კარგად, ან სიღრმისეულად ფლობს გერმანულ ენას და სურს შეამოწმოს თავისი ცოდნა დიფერენცირებული ფორმით.
  • ყველას, ვისაც სურს ისწავლოს გერმანიის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
  • ყველას, ვისაც სჭირდება ყველა გერმანული სასწავლებლების მიერ აღიარებული გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი სწავლის გაგრძელებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის სამშობლოში ან საზღვარგარეთ.

თუ თქვენ სულ ახლახან დაიწყეთ ენის შესწავლა, ნუ იჩქარებთ გამოცდის ჩაბარებას სანამ არ მიაღწევთ ცოდნის საჭირო დონეს.

button-308583__180 თუკი თქვენ გსურთ გაიგოთ, რამდენად მზად ხართ Daf ტესტისთვის, შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეაფასოთ თქვენი ცოდნის დონე პრეტესტის საშუალებით, რომელიც განთავსებულია TestDaf ინსტიტუტის პორტალზე. 10 წუთში თქვენ მიიღებთ თქვენი ცოდნის სავარაუდო შეფასებას გერმანულ ენაში.


გამოცდის TestDaF წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ რომ შეგილიათ:

  • მოკლე ტექსტებში მნიშვნელოვანი ცალკეული ინფორმაციის ამოკრება,
  • სამეცნიერო ან საზოგადოებრივ პოლიტიკური კითხვების შემცველი ჟურნალისტური ტექსტების დეტალური გაგება და აზრობრივი გაანალიზება,
  • ყოველდღიურ სიტუაციებში დეტალური ინფორმაციის გაგება,
  • პროფესიულ ან საერთო სამეცნიერო თემატიკასთან დაკავშირებული საუბრების გაგება და მონაწილეობის მიღების უნარი,
  • სამეცნიერო თემატიკის ლექციების გაგება,
  • საკუთარი არგუმენტების შემცვლელი, გასაგები და კარგად სტრუქტურირებული ტექსტის შექმნა,
  • სხვადასხვა მონაცემების აღწერა, შეჯერება, და ერთმანეთთან შედარება,
  • ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, ალტერნატიული აზრის წამოჭრა და საკუთარი პოზიციის დაცვა დისკუსიებში და სხვა საუბრებში.
Aris.ge - განათლება განათლება