როგორ მოვძებნოთ პირველი სამუშაო ადგილი?
იშვიათია კარიერული სტარტი მღელვარების გარეშე მომავალი სამსახურის ძიების თემაზე. ახალგაზრდა სპეციალისტები, უფრო ხშირად , რომლებსაც არა აქვთ მუშაობის პროფესიული გამოცდილება და გასაუბრების წარმატებულად ჩატარების უნარი, შესაძლოა ჰქონდეთ სირთულეები სამსახურის ძიებისას. თუმცა, მიზნების სწორად დასახვა დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში თქვენი პირველი სამუშაო ადგილის ძებნის დროს.
გაერკვიეთ ძიების მიმართულებაში.
კოლეჯში სწავლების პერიოდში ბევრი სტუდენტი ასწრებს მუშაობას ისეთი პროფესიით, სადაც არ სჭირდება განსაკუთრებული კვალიფიკაცია და გამოცდილება. ანიმატორები, კურიერები, პრომოუტერები, ოფიციანტები – ეს ყველაფერი არის დამატებითი ფინანსური შემოსავლის შესანიშნავი საშუალება, რომელიც ხშირად სეზონურია. მაგრამ, თუ კი კოლეჯის დამთავრების შემდეგ თქვენ გეგმავთ განვითრებას სხვა პროფესიულ სფეროში, იმ შემთხვევაში უმჯობესია პირველი სამუშაო ადგილი შეარჩიოთ იმ სპეციალობის შესაბამისად, რომელიც მითითებულია თქვენს დიპლომში.თქვენ შეიძლება შეგხვდეთ საკმაოდ მიმზიდველი შემოთავაზებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული თქვენს პროფესიასთან, მაგრამ უმჯობესია უარყოთ ისინი, რათა არ დატოვოთ განზე თქვენი კარიერული განვითარების ძირითადი ვექტორი.
შეავსეთ აკადემიური ცოდნის მოცულობა
უმაღლესი განათლების თანამედროვე სისტემა უდავოდ გვაძლევს ცოდნის ვრცელ ბაზას პრაქტიკულად ნებისმიერ სპეციალობაში.მაგრამ პრაქტიკული სპეციალისტების უმრავლესობა აღნიშნავს აკადემიური განათლების ჩამორჩენას ბიზნესისა და წარმოების რეალური მოთხოვნილებებისგან. ამიტომაც, თქვენი დიპლომისთვის სულაც არ იქნება ზედმეტი ორი-სამი სემინარის, კურსებისა და მასტერ-კლასისების გავლის შესახებ მოწმობების დამატება. სტაჟირების გავლა მსხვილ კომპანიებში მაღალ კურსებზე – კარიერის დაწყების შესანიშნავი სტარტია ახალგაზრდა სპეციალისტისთვის. გარდა ამისა, სერთიფიკატები და დამატებითი პრაქტიკული კურსების გავლის შესახებ მოწმობები ადასტურებენ თქვენს აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციასა და კარიერული მოტივაციის არსებობას. ამ თვისებებს დიდად აფასებენ დამსაქმებლები.
გააუმჯობესეთ საქმიანი მოლაპარაკებისა და თვითპრეზენტაციის უნარები
გასაუბრების წარმატებულად გავლის ერთ-ერთი ფაქტორი არის საქმიანი საუბრის პროცესის მართვის უნარი და საკუთარი მიღწევების შთამბეჭდავად წარმოჩენის უნარი. შესაძლოა, პირველ ჯერზე გასაუბრებაზე ყველაფერი ისე კარგად არ გამოვიდეს, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია შეძლოთ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. იაქტიურეთ იმისთვის, რომ მოგიწვიონ გასაუბრებაზე, დაუსვით კითხვები დამსაქმებელს, გამოიჩინეთ ინტერესი მომავალი სამუშაო ადგილის მიმართ. გარდა ამისა, წინასწარ მოამზადეთ პატარა მოთხრობა თქვენი მიღწევებისა და უნარების შესახებ; ეცადეთ ჩაეტიოთ 3-4 წუთში. შეგიძლიათ გაიაროთ რეპეტიცია სახლში სარკის წინ. ეს მოგცემთ საშუალებას დაინახოთ თქვენი თავი გვერდიდან და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ კორექცია რომელიმე ჟესტში ან პოზაში, რომელიც ამჟღავნებს თქვენს მღელვარებას.
გამართულად მიაწოდეთ თქვენი მიღწევები
ახალგაზრდა სპეციალისტს, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრა სასწავლებელი, ხშირად ეჩვენება , რომ მიღწევების გრაფაში სრულიად არაფერი არა აქვს ჩასაწერი. თუმცა ეს ასე არ არის. თუ კი თქვენ ეძებთ სამსახურს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს სადიპლომო სპეციალობასთან, მაშინ შეგიძლიათ წარმოადგინოთ რამოდენიმე ტეზისი თქვენს სამეცნიერო ინტერესებთან დაკავშირებით. გამოსვლები და სტუდენტურ კონფერენციებზე მონაწილეობით მიღებული სიგელი ასევე თამამად ჩაწერეთ რეზიუმეში. შეგიძლიათ სთხოვოთ სარეკომენდაციო წერილი თქვენს მეცნიერ-ხელმძღვანელს. ეს მოგმატებთ მეტ სერიოზულობას გასაუბრებაზე. მოხალისედ მუშაობა, რაიმე სასარგებლო უნარების ათვისების გამოცდილება – ეს ყველაფერი მიიტანეთ თქვენი მომავალი დამსაქმებილის ინფორმაციამდე.
მოემზადეთ სასტარტო პოზიციებისთვის
დამსაქმებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტების ნაწილს აქვს გადაჭარბებული სახელფასო და კარიერული მოლოდინები. თუმცა პირველი სამუშაო ადგილის ძიების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასტარტო პოზიციებზე ხელფასები, როგორც წესი, არ არის მაღალი. ასევე, ხელფასის მომატების პირველი შესაძლებლობაც დგება ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ. ეს ყველაფერი არ არის მიზეზი იმისა, რომ უარი თქვათ პროფესიაში პირველი პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესანიშნავ შესაძლებლობაზე და მიიღოთ პლაცდარმი შემდგომი კარიერული ზრდისთვის. სპეციალისტის თანაშემწის და ასისტენტის თანამდებობაც, მიუხედავად მოკრძალებული წოდებისა, მშვენივრად შეეფერებათ მათ, ვისაც სურს აითვისოს არჩეული პროფესია.
გამოიყენეთ არჩევის სტრატეგია
პირველი სამუშაო ადგილი სპეციალობით ხშირად განსაზღვრავს შემდგომ წარმატებას ან წარუმატებლობას კარიერაში. ამიტომ, არ ღირს ნაჩქარევად დათანხმება პირველივე წინადადებაზე, იმ აზრით, რომ ეს დროებითი სამსახურია. სამუშაო ადგილის ზედმეტად ხშირი და ნაჩქარევი შეცვლა შესაძლოა მოგანიჭოთ არასაიმედო და მედროვე ადამიანის სახელი სერიოზული დამსაქმებლების თვალში და შეაფერხოს შემდგომი კარიერული ზრდა. თუმცა, თუ კი თქვენ უკვე გააკეთეთ არჩევანი და ის წარუმეტებელი აღმოჩნადა – არ ღირს ძვირფასი დროის დაკარგვა და არასასურველ სამსახურში დარჩენა.გამოიტანეთ საჭირო დასკვნები და შეუდექით ისეთი სამსახურის ძებნას, რომელიც შეესაბამება თქვენს კარიერულ მოლოდინს.
პირველი სამუშაო ადგილის თაობაზე მიღებული სწორი გადაწყვეტილება ხშირად განსაზღვრავს ახალგაზრდა სპეციალისტის შემდგომ პროფესიულ გზას. იმისთვის, რომ არ შეცდეთ არჩევანში და წარმატებით გაიაროთ ყველა შესარჩევი გამოცდები, აუცილებელია მიჰყვეთ წინასწარ დაგეგმილ კარიერულ სტრატეგიას და გამოამჟღავნოთ აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია.
career.ru