GE
28 მარტი, 2024 18:29

რა არის ტრენინგი – განმარტება

ტრენინგი გარკვეული საკითხის, თემის ირგვლივ სისტემური, კომპლექსური წვრთნაა, სადაც დროის მცირე მონაკვეთში (3-5-7 დღე) ხდება უამრავი სიახლის, კონცეფციისა და სტრატეგიის გაცნობა-გათავისება. ეს არის სწავლება-სწავლის ფორმა, რომლის ფარგლებშიც ხდება აზრებისა და გამოცდილების ღია და ფართო ურთიერთგაცვლა, აქტიური და ცოცხალი ურთიერთთანამშრომლობა, რომლის მონაწილეებიც (მწვრთნელები და მსმენელები), თავიანთ პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, ერთად მსჯელობენ, აანალიზებენ, განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემასა და პრობლემას, ეძებენ გამოსავალს, ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს, გამოაქვთ დასკვნები და ა.შ. შემდგომში ეს გამოცდილება მსმენელთათვის ერთგვარი ბიძგის მიმცემია, რათა მათ შეძლონ ახლებული განსჯა, სწავლის პროცესის ახლებური გააზრება და მუშაობა*.

ტრენინგი, სწავლება, წვრთნა (ინგ. training) არის აქტიური სწავლის მეთოდი, რომელიც მიმართულია ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების, ასევე სოციალური დამოკიდებულების განვითარებაზე.

ტრენინგი არის ინტერაქტიული სწავლების ფორმა, რომლის მიზანია კომუნიკაციაში ინტერპერსონალური და პროფესიული ქცევის კომპეტენციის განვითარება.

ტრენინგი შეიძლება განიხილებოდეს სხვადასხვა პარადიგმების თვალსაზრისით:

  • როგორც წვრთნის უნიკალური ფორმა, რომლის დროსაც პოზიტიური განმტკიცების დახმარებით ყალიბდება სასურველი ქცევის შაბლონები, ხოლო ნეგატიური განმტკიცების დახმარებით არასასურველის „წაშლა“;
  • როგორც აქტიური სწავლის ფორმა, რომლის მიზანია ცოდნის გადაცემა და გარკვეული უნარების განვითარება;
  • როგორც მონაწილეთა თვითგამომჟღავნების პირობების შექმნისა და მათი დამოუკიდებელი ძიების გზების საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრისთვის.

შეარჩიეთ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული თქვენთვის მისაღები ტრენინგები და კურსები edu.aris.ge-ზე!

* წყარო: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის]

EDU.ARIS.GE - სკოლები