GE
3 სექტემბერი, 2018 12:00

რა სიახლეებს სთავაზობს სკოლა “ჰელიოსი” მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს

სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იმ სიახლეებზეა საუბარი, რაც სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს განხორციელდება. გთავაზობთ სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

“ცოტა დრო რჩება სწავლის დაწყებამდე, სკოლა „ჰელიოსი“ შემდეგი სიახლეებით ხვდება ახალ 2018-2019 სასწავლო წელს:

  • განახლებული ელექტრონული რესურსი (რაც მასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და საკითხზე ორიენტირებული გაკვეთილები შესთავაზონ მოსწავლეებს);
  • გერმანული და ფრანგული ენები III კლასიდან (ინგლისურ და რუსულ ენებთან ერთად სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს გერმანულ და ფრანგულ ენებს, რაც არის წინაპირობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების);
  • განახლებული სადამრიგებლო პროგრამა (ახალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა იქნება მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს მოსწავლის არცერთი დადებითი და უარყოფითი მხარე);
  • სკოლაში აქტიურად იმუშავებს შემდეგი კლუბები: ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) კლუბი;
  • მათემატიკის კლუბი;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კლუბი;
  • საზოგადოებრივ მეცნიერებათა კლუბი;
  • ესთეტიკის კლუბი.
  • და ბოლოს, სწავლის დაწყებამდე თითოეულ მშობელს დაუკავშირდება კლასის დამრიგებელი და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გრიფირებული სახელმძრვანელოების და სკოლის ფორმის შესახებ.

შევხვდეთ ახალ 2018-2019 სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებულები. სკოლა „ჰელიოსი“ მოუთმენლად ელოდება 17 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრას!”

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება