23 მარტი, 2018 17:07
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლის გამოფენა გაიმართა
23 მარტს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის VIII კლასის მოსწავლის ლუკა არაბიძის გამოფენა სახელწოდებით ,,დისკომუნიკაცია“.
ლუკას საავტორო გამოფენას ,,რუსთავი 2’’-მა ეს სიუჟეტი დილის გადაცემაში მიუძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამი დიდი ზომის ნამუშევარი და ვიდეოარტი, რომელთაც აერთიანებს ერთი თემატიკა – 14 წლის ავტორის სუბიექტური დამოკიდებულება დიდი ქალაქისა და სივრცის მიმართ.
ლუკა არაბიძეს უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა საქართველოში. ასევე, მონაწილეობდა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში.