„შემაჯამებლებთან დაკავშირებით ეს უნდა გაითვალისწინოთ“- ინსტრუქცია დირექტორისგან მასწავლებლებს
„შემაჯამებელი წერის რაოდენობას მასწავლებლები სასწავლო წლის დასაწყისში, სასწავლო თემების რაოდენიბის მიხედვით განსაზღვრავენ, ეს კათედრაზე ხდება. თუ რამდენი შემაჯამებელი უნდა დაწეროთ ამაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს, ეს საკითხი თქვენი საგნის კათედრაზე უნდა გადაწყდეს”, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს თბილისის 156-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თეო აბულაძე ესაუბრა.
გამოცდილმა დირექტორმა ჩვენს მკითხველ, დამწყებ და მომავალ მასწავლებლებს შემაჯამებელი წერის შესახებ მნიშვნელოვანი ინსტრუქციაც მისცა.
დირექტორი ამბობს, რომ როგორი ტიპის, ფორმის, სტრუქტურის შემაჯამებელი უნდა შეარჩიოს პედაგოგმა, თავად წყვეტს, თუმცა არის გარკვეული ნიუანსი, რაც მან ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოს.
„შემაჯამებელის ტიპს პედაგოგი ირჩევს, თუმცა ეს არ უნდა გავიგით ისე, რომ ის მარტოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან. კათედრა დირექტორი, ვთანხმდებით როგორი სტრუქტურის შემაჯამებელები იქნება მისაღები და წარმატებული. შემდეგ მასწავლებელი ირჩევს მისთვის მისაღებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საგნის შემაჯამებელი დავალების საკითხებს მოიცავდეს – განვლილი თემის ყველა საკვანძო საკითხს. შემაჯამებელი დავალების ტიპი და სტრუქტურა უნდა იძლეოდეს მოსწავლის ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას”,- განგვიმარტა დირექტორმა.
დირექტორი, მომავალ პედაგოგებს ერთგვარ გაფრთხილებასაც აძლევს, როგორ უნდა იყოს შემაჯამებლის შეფასების ფორმა და რა არ უნდა გამორჩეთ ამ პროცესში.
„შემაჯამებელი აუცილებელია, რომ შეფასდეს მხოლოდ და მხოლოდ ქულით. განმავითარებელ კომენტარს ამ შემხვევაში ვერ გამოიყენებთ. თუ სემესტრის დასრულებმდე შემაჯამებელი ვერ ასახეთ აელექტრონულ ჟურნალში ის აკლდება მოსწავლის შეფასებას და მოქმედებს მის საბოლოო ქულაზე, შესაბამისად, აუცილებელია ყველა შემაჯამებლის ასახვა მოხდეს ელექტრონულ ჟურნალში. შემაჯამებლებთან დაკავშირებით ეს უნდა გაითვალისწინოთ”,- ამბობს დირექტორი.
დირექტორის რეკომენდაციით, როდესაც პედაგოგი გეგმავს შემაჯამებელს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები და მათ მინიმუმ 1 კვირით ადრე მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია: როგორი ტიპის შემაჯამებელს დაწერენ, კონკრეტული თარიღი, თუ როდის ექნებათ შემაჯამებელი წერა.