მასწავლებელმა გურიიდან სკოლებისთვის საშობაო ზღაპრის სცენარი დაწერა
დღეს 7 იანვარია, ქრისტესშობის დღე.
როგორც გავარკვიეთ, სკოლებში იანვრის თვე საუკეთესო დროა ჯადოსნური სცენარების გასაცოცხლებლად.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, გულნარა ჟღენტი EDU.ARIS.GE-ს დღეს ესაუბრება. ის ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ პატარებს საკუთარი ხელით დაწერილ ზღაპრის სცენარს წარუდგენს.
„ზღაპრის სცენარი განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. ცხოველთა სამყარო ემზადება შობის შესახვედრად, მაგრამ მოსაწვევი არ მიუვიდა მელიას, რომელსაც თავისი სიცრუის, ორპირობისა და მსუნაგობის გამო არავინ ეპატიჟება ზეიმზე. ბოლოს ყველაფერი კეთილად მთავრდება, მთელი ცხოველთა სამყარო ერთად იზეიმებს შობია მოსვლას“,- აგვიხსნა ლიტერატურის მასწავლებელმა.
ჩამოტვირთეთ: სცენარი სკოლებისთვის
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS