ვსწავლობთ ინგლისურ ანბანს – სამუშაო ფურცელი პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის
დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი პირველ კლასში უცხო ენის შესწავლა ნამდვილი თავგადასავალია.
როგორც გავარკვიეთ, პირველკლასელები ინგლისური ენის შესწავლას მეორე სემესტრიდან დაიწყებენ. 15 იანვარს, მათ უკვე ჩაუტარდებათ პირველი ინგლისური ენის გაკვეთილი.
ამ საქმეში პატარებს მნიშვნელოვნად დაეხმარება ის რესურსები, რომლებსაც პედაგოგები თავად შექმნიან, ან სულაც კოლეგების მიერ შექმნილ მრავალფეროვან რესურსებს გამოიყენებენ.
მასწავლებელი და განათლების სპეციალისტი, ელენე ბეთლემიშვილი EDU.ARIS.GE-ს იმ სამუშაო ფურცელს უზიარებს..
გააფერადეთ, გამოწერეთ ასოები და გაიუმჯობესეთ წერის უნარები!
ჩამოტვირთეთ სამუშაო ფურცელი: ანბანი ინგლისურად
პედაგოგმა განგვიმარტა, რომ რესურსს აქვს დამხმარე ფუნქცია მშობლებისთვისაც. მისი დახმარებით ისინი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეასწავლიან შვილებს ინგლისურ ანბანს.
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები