სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში აქტიურად ახორციელებენ საინტერესო აქტივობებს
სკოლა „ჰელიოსის“ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში აქტიურად ახორციელებენ საინტერესო აქტივობებს. მაგალითად:
სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს ცხოველები და მათი ნაშიერები, ბავშვებმა აირჩიეს სასურველი ცხოველი, მოიძიეს მათ შესახებ ინფორმაცია და გაუზიარეს ერთმანეთს.
IVა და IVგ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე, “რიცხვების ისტორია”. ბავშვებმა საინტერესოდ ისაუბრეს არაბული და რომაული რიცხვების წარმოშობაზე, როგორ გამოსახავდნენ რიცხვებს ძველად საქართველოში, ეგვიპტეში, წარმოადგინეს ასევე საკუთარი ნამუშევრები.
“სკოლა ჰელიოსის” მეორე კლასებში ჩატარდა სახალისო აქტივობა მათემატიკაში. მოსწავლეებმა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით შექმნეს მხიარული ჯამბაზები. ეს აქტივობა მეტად საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
,,სკოლა ჰელიოსის” პირველი კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაში ხალისით სწავლობენ ანბანს. ასოების უკეთ დამახსოვრების მიზნით, მათ შეასრულეს აქტივობა Funny Alphabet ,,მხიარული ანბანი”. აქტივობის შესრულების პროცესი და საბოლოო შედეგი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა.