22 დეკემბერი, 2022 12:43
სკოლა „მერმისის” მე-10 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის საგანში პროექტი განახორციელეს
სკოლა „მერმისის” მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროპორციისა და პროცენტის შესასწავლად
პროექტი განახორციელეს.
პროეექტის სახელწოდება გახლდათ: “მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები; მათი მიზეზების და შედეგების ანალიზი”; სასწავლო თემა კი, “პროპორცია და პროცენტი”. პროექტს უძღვებოდა მათემატიკის პედაგოგი ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი.
მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი თემები მრავალმხრივი და საინტერესო იყო და შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
- “მსოფლიო ომები”;
- “ინფლაცია”;
- “მოსახლეობა და დემოგრაფია”;
- “გენდერული სტერეოტიპები ფილმების პრეფერენციების შესახებ”;
- “შავი ჭირის და კოვიდ-პანდემიის შედარებითი ანალიზი”;
- “სათხილამურო კურორტები საქართველოსა და მთელ მსოფლიოშო”;
- “ბენზინის ფასები პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ”;
- “კალათბურთის, როგორც ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობის წარმოშობა და განვითარება”;
- “მოდა და მისი ცვალებადობა”;
მოსწავლეებმა სხვადასხვა რაკურსით წარმოადგინეს და განიხილეს არჩეული თემები,
შეადარეს პერიოდების, ქვეყნების, ეროვნებების, გენდერის და სხვა მიმართულებით, იმსჯელეს ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევ მიზეზებზე და გაანალიზეს შედეგები, თემების განხილვაში აქტიურად იყო ჩართული დამსწრე საზოგადოება.