29 ნოემბერი, 2022 16:34
სკოლა „მერმისში“ პროექტი: „საზოგადოების აზრი ჩვენთვის საინტერესო თემებზე” განხორციელდა
სკოლა „მერმისში“ პროექტი: „საზოგადოების აზრი ჩვენთვის საინტერესო თემებზე” განხორციელდა.
სასწავლო თემა მათემატიკაში გახლდათ: “მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა”.
მათემატიკის პედაგოგი ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი.
მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე, ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა გზით გაიგეს საზოგადოების ნაწილის აზრი, დაამუშავეს შედეგები და წარმოადგინეს პროექტების სახით.
მათ აღნიშნეს, რომ მთავარია შედეგების გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში, აფასებდნენ პროექტებს, სვამდნენ კითხვებს და პასუხობდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მათ აქტიურად გულშემატკივრობდნენ მეთორმეტეკლასელები, რომლებიც აძლევდნენ რჩევებს და უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას.
-
სკოლაში „მერმისი“ შემეცნებითი გაკვეთილი „მხიარული ანბანი“ ჩატარდა by არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა მერმისი
-
სკოლა „მერმისის“ პირველ კლასში, შემოქმედებითი პროექტი “ჯადოსნური სიტყვები” ჩატარდა by არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა მერმისი
-
სკოლა „მერმისის“ მე-2 კლასში საახალწლო აქტივობა ჩატარდა by არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა მერმისი