GE
3 თებერვალი, 2021 14:45

სკოლა „პროგრესი“ მართავს კონფერენციას თემაზე „სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები“

2021 წლის 27 თებერვალს, ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი მართავს კონფერენციას
თემაზე: სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები.

კონფერენციის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება, სკოლის მართვის და დისტანციური
სწავლების საუკეთესო, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება. ეს კიდევ ერთი საშუალებაა პროფესიული განვითარებისათვის და მოსწავლეზე ორიენტირებული დისტანციური სასწავლო პროცესის მართვის გასაუმჯობესებლად. კონფერენციის ფარგლებში სკოლის დირექტორებს, მოადგილეებს, ხელმძღვანელ პირებს და ზოგადი განათლების სფეროში მოღვაწე პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებას.

წარმოდგენილი თემები უნდა ეფუძნებოდეს მომხსენებლის გამოცდილებას.

კონფერენციის მომხსენებელი შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე,
ხელმძღვანელი პირი, კათედრის ხელმძღვანელი, ხარისხის მართვის ჯგუფის წევრი და
განათლების სფეროში მოღვაწე პირი.

კონფერენციაზე სკოლის დისტანციური მართვისა და ონლაინ სწავლების შესახებ გამოცდილებას
გაგვიზიარებენ ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან და პოლონეთიდან.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველებმა მოხსენების აბსტრაქტი უნდა წარმოადგინონ 10 თებერვლამდე. სრული საკონფერენციო თემა 15 თებერვლამდე.

კონფერენციის მონაწილეები და მსმენელები უნდა დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე 15 თებერვლის ჩათვლით.

იხილეთ მომხსენებელთა სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ, საკონფერენციო თემები გადმოაგზავნოთ მითითებულ ვადებში ქვემოთ მოთხოვნილი ფორმების დაცვით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@schoolprogress.ge

კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სკოლის ციფრული მართვის გამოწვევები, უპირატესობები და პრობლემები;
  • ონლაინ სწავლების გამოწვევები, უპირატესობები და პრობლემები;
  • სკოლის განვითარების მხარდამჭერი სასკოლო კულტურის შექმნა და მართვა;
  • სწავლა / სწავლების პროცესის ონლაინ მონიტორინგი და შეფასების სტრატეგიები;
  • ინკლუზიური განათლება ონლაინ სწავლების დროს;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ონლაინ სწავლების დროს;
  • განხორციელებული ონლაინ პროექტები და აქტივობები;
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;
  • დისტანციურ სასასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • თანამშრომელთა მამოტივირებელი ინსტრუმენტები დისტანციური მართვის დროს და სხვ.

მომხსენებელს შეუძლია თემა აარჩიოს ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებიდან ან თავად შეარჩიოს სასურველი თემა საკუთარი პრაქტიკიდან.

საკონფერენციო თემა, მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს: საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), რეგლამენტი – 10 წუთი.

კონფერენციის მუშაობის ენა: ქართული

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დარეგისტრირების ბოლო ვადაა 15 თებერვალი

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, მიიღებენ პრიზებს და მათი მოხსენებები გამოქვეყნდება ელექრონულ ჟურნალში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 579 02 25 25.

პროგრესი წარმატებებს გისურვებთ!

Aris.ge - განათლება განათლება