GE
8 სექტემბერი, 2025 17:46

სკოლა „პოლიგლოტი“ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს

სკოლა „პოლიგლოტი“ ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება და კლასებისა და საგნების მიხედვით ძირითადი სახელმძღვანელოების ნუსხას აქვეყნებს.

„პოლიგლოტის“ მიერ დღეს, 8 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სკოლამ დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, მათემატიკაში შემოიტანა საერთაშორისო პროგრამა, რომლის სახელმძღვანელოებიც ასევე მოცემულია ჩამონათვალში. მათემატიკის ამ სახელმძღვანელოების და ასევე, ინგლისური ენის სახელმძღვანელოების მოწოდება ინგლისური წიგნის სახლის მიერ მოხდება.

სკოლა „პოლიგლოტი“ გილოცავთ ახალი, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებებსა და საინტერესო, შემოქმედებით და ნაყოფიერ სასწავლო წელს.

იხილეთ სახელმძღვანელოების ჩამონათვალი

სკოლის სხვა ამბები

studinfo.ge (მ)