5 სექტემბერი, 2025 13:33
რა შექმნა AIA-GESS-ის მოსწავლემ – სამაჯური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სანდო პირს ან 112-ს უკავშირდება
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლემ, ანასტასია გაბოშვილმა, გუნდთან ერთად, GITA ტექნოპარკის ბიოტექნიკური კვირეულის ფარგლებში, ინოვაციური სტარტაპი GelLink – სამაჯური შექმნა.
სამაჯური სენსორების მეშვეობით აფიქსირებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ სიმპტომებს და საჭიროების შემთხვევაში, სანდო პირს ან 112-ს უკავშირდება.
AIA-GESS-ის მიერ 4 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთკვირიანი ინტენსიური შრომის შემდეგ, გუნდმა წარმოადგინა აპლიკაცია, ვებსაიტი, იდეის გაცოცხლებული კონცეფცია და 500-ლარიანი პრიზი მოიპოვა.
ანასტასია გაბოშვილის განცხადებით, ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი კვირა იყო:
„ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორ ადამიანებთან ერთად დებ შედეგს“.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები SAGE-ის საერთაშორისო სამეწარმეო კონკურსის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS