„ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ“ – 10 რჩევა დამწყებ პედაგოგებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი ერთ კვირაში იწყება. სკოლის კარს პირველად, პირველკლასელების გარდა, დამწყები პედაგოგებიც შეაღებენ.
როგორ დაამყარონ ურთიერთობა ბავშვებსა და მშობლებთან, რა გზით შეინარჩუნონ მოტივაცია და პოზიტივი – ამ საკითხებზე ახალბედა მასწავლებლები ხშირად რჩევებს გამოცდილი კოლეგებისგან იღებენ. ამჯერად, მათ რჩევებს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი ბაია მაჩიტიძე უზიარებს და EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას მოუწოდებს, რომ ყოველთვის სიყვარულით მიუდგნენ იმ სამუშაოს, რომელსაც ასრულებენ, განვითარება არასდროს შეწყვიტონ.
10 რჩევა დამწყები პედაგოგისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე:
- გიყვარდეს ბავშვები – მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის, სითბო და ყურადღება ნდობას ქმნის;
- არ დაიზარო შეკითხვების დასმა – რაც უფრო მეტს იკითხავ, მით უფრო სწრაფად ისწავლი;
- იყავი მოთმინებით სავსე – როგორც მოსწავლეებს, ასევე საკუთარ თავს დრო მიეცი;
- ისარგებლე კოლეგების გამოცდილებით – მათგან ისწავლე, მაგრამ ყოველთვის შეინარჩუნე საკუთარი ინდივიდუალიზმი;
- ისწავლე თვითრეფლექსია – ყოველდღე დაფიქრდი, რა გამოგივიდა კარგად და რა შეგიძლია უკეთესად გააკეთო;
- იფიქრე პოზიტიურად – დაბრკოლებები და სირთულეები ბუნებრივია, მაგრამ ოპტიმიზმი შენს ენერგიას აძლიერებს;
- ნუ დაკარგავ მოტივაციას – პროფესიის დასაწყისში ბევრი გამოწვევა შეგხვდება, მაგრამ შენი ენთუზიაზმი ყველაზე დიდი ძალაა;
- მოუსმინე მშობელს – ოჯახი შენი მნიშვნელოვანი პარტნიორია ბავშვის განვითარებაში;
- მიიღე უფროსი კოლეგის რჩევა – ყოველთვის იარსებებს ადამიანი, ვინც მზად იქნება დაგეხმაროს და მხარი დაგიჭიროს;
- ისაუბრე მშობელს პატივისცემით და თანაგრძნობით – ისაუბრე ბავშვზე ისე, როგორც გინდა, რომ შენს შვილზე გესაუბრონ. არასდროს დაუმალო ბავშვის საჭიროებები; პრობლემის მოგვარება არ გადააბარო მთლიანად მშობელს. პასუხისმგებლობა თანაბრად გაინაწილე, შენც აქტიურად ჩაერთე და მშობელიც.
ასევე იხილეთ:
„როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები?“ – სახიფათო კითხვის ალტერნატივა სკოლის პირველ დღეს
-
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია by სკოლა პოლიგლოტი
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა