13 ნოემბერი, 2017 12:05
თბილისის 54-ე საჯარო სკოლამ კონკურსს „რეზო თაბუკაშვილის ცხოვრება და შემოქმედება“ უმასპინძლა
2017 წლის 9 ნოემბერს სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლა მასპინძლობდა „თეატრალური საზოგადოებისა“ და „ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის“ მიერ ორგანიზებული კონკურსის „რეზო თაბუკაშვილის ცხოვრება და შემოქმედება“ მეორე ტურს, რომელშიც მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებიდან შერჩეული მოსწავლეები.
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლის სახელით კონკურსში წარმატებით მონაწილეობს მე-9ა კლასის მოსწავლე ანა კორძაია და პედაგოგი მანანა ბარბაძაძე.
ანამ ჟიურის სიმპატია დაიმსახურა თავის ინდივიდუალიზმით, ინტელექტითა და დახვეწილი მეტყველებით. ჟიურმა აღნიშნა პედაგოგის მანანა ბარბაქაძის დიდი ღვაწლი.