GE
27 ივლისი, 2018 13:07

ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის მოსწავლემ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილი მოიპოვა

ჩვენი სკოლის მოსწავლე დავით რიჟინაშვილი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია.

ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2018), საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა.

წელს ოლიმპიადა ბრატისლავასა (სლოვაკეთი) და პრაღაში (ჩეხეთი) ჩატარდა. ოლიმპიადაში 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ – დავით რიჟინაშვილი (ვეკუას სკოლა), გიორგი პეტრიაშვილი (კომაროვის სკოლა) და საბა გოგიჩაიშვილი (კომაროვის სკოლა). საპატიო დიპლომი გადაეცა ლევან გოჯიაშვილს (სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი).

ვულოცავთ მოსწავლეებს და ნაკრების ხელმძღვანელებს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

Aris.ge - განათლება განათლება