ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა
აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ.თბილისის 42-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ნასყიდაშვილმა მენტორის სტატუსი მოიპოვა.
მენტორის სტატუსი სქემაში ჩართული პედაგოგებისთვის ყველაზე მაღალი საფეხურია. მენტორის ფუნქცია-მოვალეობები სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
როგორც ცნობილია, სერტიფიცირებულ პედაგოგებს, რომლებიც ამავდროულად იყვნენ დოქტორები სქემის ამოქმედებიდან ავტომატურად მიენიჭათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ხოლო მენტორის სტატუსის მისაღებად პედაგოგებმა სხავადასხვა პროფესიული აქტივობების განხორციელებით 25 კრედიტ-ქულის დაგროვეს.
“ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სასკოლო საქმიანობაში”, – ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.