GE

ჩარგლის ქ. 73                         ტელ: +995 (32) 261 12 98       ელ–ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
თბილისი, საქართველო                 +995 (32) 294 59 92       ვებ–გვერდი: http://www.ciu.edu.ge
                                                                                                        ფეისბუქი: https://goo.gl/ZdkL8D

მეტი
მიღება სასტუმროს მართვის კომპიუტერულ პროგრამაზე OPERA (PMS)

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასტუმროს მართვის კომპიუტერულ პროგრამაზე OPERA (PMS).

კურსის ღირებულება - 500 ლარი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებზე ვრცელდება 25% -იანი ფასდაკლება - 375 ლარი

რეგისტრაციის ვადები: 25.02.2019- 29.03.2019

სასტუმროს ინდუსტრიაში მართვის სისტემა „ოპერა“ ცნობილია, როგორც OPERA (PMS), რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველყოფას; ის ძირითადად გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს სასტუმროს მიღება-განთავსების, გაყიდვების, დაგეგმვისა და სხვა სერვისების კოორდინაცია. პროგრამა „ოპერა“ ახდენს სასტუმროს ისეთი ფუნქციების ავტომატიზირებას, როგორიცაა: სტუმრების შეკვეთების მიღება, სტუმართა მონაცემების მართვა, სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა, გაყიდვების ობიექტების კონტროლი, სატელეფონო მომსახურება, სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა, გაყიდვები და მარკეტინგი, წვეულებები, კერძებისა და სასმელების ფასები, რესურსების მართვა, პერსონალისა და სახელფასო ფონდის მართვა; ტექნიკური მომსახურების კონტროლი, ხარისხის კონტროლი და სხვა. სასტუმროს მართვის სისტემას ურთიერთკავშირი შეუძლია შემოსავლებისა და ცენტრალური რეზერვაციის სისტემასთან, ამ ხარჯების მართვის სისტემასთან, ასევე ფრონტ ოფისთან, ბექ ოფისთან, გაყიდვების ობიექტებთან, დასუფთავების სამსახურთან და სხვა განყოფილებებთან.

კურსი განხორციელდება ინგლისურ და ქართულ ენებზე.

პროგრამა ოპერის თემატიკა:

  • სტუმრების შეკვეთების მიღება;
  • სტუმართა მონაცემების მართვა;
  • სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა;
  • გაყიდვის ობიექტების კონტროლი;
  • სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა;
  • კერძებისა და სასმელების ფასები;
  • ღონისძიებების დაგეგმარება, შესრულების ხარისხი.

კურსი შეიცავს ასევე თეორიულ სწავლებას.

თეორიული კურსის აღწერა:

  • სასტუმროს განვითარებაში მომსახურე პერსონალის მნიშვნელობა;
  • პროფესიის აუცილებელი მახასიათებლები და მათი განვითარების გზები;
  • მომსახურების ეტიკეტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები;
  • მარკეტინგის როლი სასტუმროს მენეჯმენტში;
  • სასტუმროს სერვისები და მათი რეალიზაციის საფუძვლები;
  • მიღება-განთავსების განყოფილების მუშაობის სტანდარტები;
  • სასტუმრო ოთახების კატეგორიები - სასტუმროს განყოფილებები;
  • სტუმრების მიღება-განთავსება (საერთაშორისო სტანდარტის დაცვით);
  • დაჯავშნა (სატელეფონო ეტიკეტი);
  • სტუმრის რეგისტრაცია, სტუმრების შენიშვნების მიღების წესი;
  • სასტუმროს დასუფთავების განყოფილება;
  • კვება და სასმელების განყოფილება.

კურსი, ასევე, მოიცავს ვიზიტებს, დედაქალაქის სხვადასხვა ევროპულ ბრენდულ სასტუმროებში და სემინარებს სახელწოდებით „სასტუმრო პრაქტიკაში“.

1. „მარიოტის“ ქსელი-სასტუმროები: („მარიოტ-თბილისი“, „ქორთიარდი“, „მოქსი“);
2. „აჭარა ჯქუფის“ ქსელი: სასტუმროები („ჰოლიდაი ინი“, „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“);
3. ფრანგული ბრენდი „აკორის“ სასტუმროები: „მერკური“, „იბის“;
4. სასტუმრო „ბილტმორი“.

სერტიფიკატი: საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურსა და ქართულ ენაზე).

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი მარტი 2019
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები