გამარჯობა,
აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებენ სავალდებულო საგნებისა და ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის (საგრანტო ქულის) მიხედვით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად. ამასთან, გრანტების განაწილება ხდება არჩევითი საგნების მიხედვით.
გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: გრანტის მოპოვების პრინციპი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – განმარტება აბიტურიენტებისთვის
ამავე თემაზე ასევე იხილეთ: რისი ბრალია, რომ აბიტურიენტებს აქვთ ერთნაირი ქულები და გრანტი ერთს უფრო მაღალი აქვს ვიდრე მეორეს?