გამარჯობა,
პრაქტიკოს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად რამდენიმე გზიდან ერთის არჩევა შეუძლია. თითოეული გზა დეტალურადაა განხილული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. გთავაზობთ ერთ-ერთ გზას: პრაქტიკოსი მასწავლებელი ფასდება მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობების შესაბამისად. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვრება შემდეგნაირად: საგნის გამოცდა -10 კრედიტქულა; 2 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - 4 კრედიტქულა; მასწავლებლის პროფესიულ უნარებში პროფესიული განვითარების კურსის გავლა 5 კრედიტქულა; პრაქტიკოსმა მასწავლებლმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჯამში 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს.
თემები
- ყველა კატეგორია
-
ეროვნული გამოცდები
700
- არჩევითი საგნები 322
- სავალდებული საგნები 63
- საგამოცდო პრობლემები 65
- პროცედურები 127
- სამაგისტრო გამოცდა 36
- შედეგები 85
-
სასკოლო გამოცდები
365
- წინასაგამოცდო საკითხები 310
- საგამოცდო საჩივარი 10
- ქულები 44
-
სტუდენტური საკითხები
219
- მობილობა 74
- პირველკურსელებისთვის 23
- სხვა კითხვები 119