GE

–1 ხმა
რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?

1 პასუხი

გამარჯობა,

სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე უნდა გაიარონ შესაბამისი კონკურსი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რომლისთვისაც რეგისტრირდებიან უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ:

ა) 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა) და ერთ-ერთ არჩევით გამოცდას;

ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე (ეს პუნქტი ეხებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს).
0 ხმა

პასუხი Mar 16, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები