GE

+1 ხმა
გამარჯობა,

ზოგადი უნარების გამოცდაზე დავწერე მეორე ვარიანტი, ნაეკმა რომ გამოაქვეყნა სწორი პასუხები შევამოწმე მასწავლებელთან ერთად და ვნახე, რომ ჩემი ვარიანტის 29-ე დავალებაში დაწერილი ჩემი პასუხი სწორი იყო, თუმცა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ პასუხი შეცვლილი იყო. იმის დასადასტურებლად, რომ ცვლილება ნაეკმა ნამდვილად გააკეთა, გიგზავნით 2 სხვადასხვა ლინკს, სადაც მეორე ვარიანტის 29 დავალებაში სხვადასხვა პასუხები წერია, გთხოვთ მიპასუხოთ, რომელია სწორი ამ ორი ლინკიდან და თუ აპელაციაზე გავასაჩივრებ მექნება თუ არა შედეგი?

http://www.naec.ge/images/doc/EXAMS/gat-pasuxebi-2015.pdf

http://www.naec.ge/images/doc/EXAMS/gat.swori%20pasuxebi-2015.pdf

1 პასუხი

გამარჯობა ანა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, "ზოგადი უნარების ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას ერთ-ერთი დავალების პასუხში იყო მექანიკური შეცდომა (ვებგვერდისათვის განკუთვნილი ფორმის შევსებისას მეორე ვარიანტის 29-ე დავალების პასუხად ჩაიწერა „ა“ ნაცვლად „გ“, სწორი პასუხისა ). ხარვეზი გასწორდა უმოკლეს დროში, პრაქტიკულად გამოქვეყნებისთანავე." შესაბამისად, სწორი ვერსია გახლავთ, ის, რომელიც ამჟამად არის საიტზე განთავსებული.

რაც შეეხება გასაჩივრების უფლებას, თქვენ გაქვთ ამის საშუალება, თუმცა, როგორც ცენტრში განმარტავენ, ნაშრომზე შეფასების იგივე სქემა იმოქმედებს რაც განსაზღვრულია, და თქვენი შეფასებაც უნარების ტესტის აპელაციის შემთხვევაში იგივე დარჩება. აღნიშნულის გასაჩივრება უკვე მხოლოდ სასამართლოში შეგეძლებათ.

0 ხმა

პასუხი Jul 28, 2015 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)
Tkveni mekanikuri shecdomis gasworeba sheidzleba da abiturientis ara xom.

მსგავსი კითხვები

+1 ხმა
1 პასუხი 2,077 ნახვა