GE

+1 ხმა
ამბობენ ესეში 3 არგუმენტი მაინც უნდა მოიყვანოო და 120 სიტყვაზე მეტი უნდა იყოსო და მართალია?

1 პასუხი

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფში განგვიმარტეს, არ შეესაბამება სიმართლეს 3 არგუმენტის აუცილებლობა, მთავარია, რომ მსჯელობა იყოს და დასაბუთება. 1 არგუმენტიც საკმარისი იქნება თუ კარგად დაასაბუთებს აბიტურიენტი. რაც შეეხება 120 სიტყვას, ესესც არ არის მართალი, უბრალოდ ნაშრომი რამდენიმე წინადადება არ უნდა იყოს, ეს მცირე იქნება და საერთოდ არ გასწორდება. ერთი აბზაცი უკვე ექვემდებარება გასწორებას.

ცვლილებები ნამდვილად შევიდა: 2018  წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.

დეტალები არგუმენტირებული ესეს ცვლილებების შესახებ

0 ხმა

პასუხი Jan 18, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები