GE

0 ხმა
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით მეორე უცხო ენა მე-5-12კლასებში უნდა აირჩიონ მშობლებმა და მოსწავლეებმა,მაგრამ ზოგიერთ სკოლაში დირექტორებმა მშობელთა კრებაზე თქვეს, რომ აუცილებლად უნდა აირჩიონ  გერმანული ენა, რადგან ევროინტეგრაციის საფუძველზე რუსული ენა აღარ ისწავლება. ეს სწორი ინფორმაციაა? არ შეგვიძლია რუსულის არჩევა?

1 პასუხი

გამარჯობა,

როგორ სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში განგვიმარტეს, სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შესთავაზონ მშობლებსა და მოსწავლეებს 2 ენა, მათ შორის ერთი ევროპული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის კატეგორიული მოთხოვნა და არ გაქვთ უფლება რუსულის არჩევის. ასევე, სკოლას აქვს უფლება რომ დააკომპლექტოს ორი ჯგუფი და იყოს გერმანულის მსურველებისთვის და ასევე რუსულის მსურველებისთვის, შესაბამისად დალაგდება ცხრილიც და ყველა იქნება კმაყოფილი. სრული უფლება გაქვთ აირჩიოთ 2 ენიდან ერთი, ან ევროპული ან რუსული. სკოლა ვერ გაიძულებთ! დირექტორი და სკოლის ადმინისტრაცია არ ირჩევს, ირჩევს მოსწავლე და მშობელი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე.

პასუხი Sep 13, 2018 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები