გამარჯობა,
მობილობაზე შეზღუდვა არ გაქვთ, უნდა დაუკავშირდეთ სასურველ სკოლას და ის დაგაკვალიანებთ. თუ ადგილი იქნება სასურველ სკოლაში შემდეგ მიმართავთ მიმდინარე სკოლას, სადაც ბავშვი სწავლობს და სკოლები თავად გადაუგზავნიან ერთმანეთს საჭირო დოკუმენტებს. მობილობაზე აკრძალვა ეხება მხოლოდ მე–12 კლასის მეორე სემესტრს. ამ დროს მოსწავლე მობილობით ვერ ისარგებლებს, ან მას დასჭირდება მინისტრის თანხმობა. ასეთ დროს მოსწავლის მშობელმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართოს და პასუხს დაელოდოს.
თემები
- ყველა კატეგორია
-
ეროვნული გამოცდები
700
- არჩევითი საგნები 322
- სავალდებული საგნები 63
- საგამოცდო პრობლემები 65
- პროცედურები 127
- სამაგისტრო გამოცდა 36
- შედეგები 85
-
სასკოლო გამოცდები
365
- წინასაგამოცდო საკითხები 310
- საგამოცდო საჩივარი 10
- ქულები 44
-
სტუდენტური საკითხები
219
- მობილობა 74
- პირველკურსელებისთვის 23
- სხვა კითხვები 119