GE

0 ხმა
გამარჯობა მაინტერესებს როდის გამოაქვეყნებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო  ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა სიას, რომელთა   2015-2016 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო აფინანსებს?

1 პასუხი

გამარჯობა ნინო,

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსებული სტუდენტების სია სამინისტროს ვებ-გვერდზე დეკემბრის მეორე ნახევარში, 20 დეკემბრის შემდეგ გამოქვეყნდება. გარდა ამისა, ის პირები, ვისაც უარი ეთქვათ დაფინანსებაზე, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ წერილობითი სახით, დაფინანსებულების შესახებ კი შესაბამისი ბრძანება უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს გადაეგზავნებათ და ვებ-გვერდზეც განთავსდება.

პასუხი Oct 27, 2015 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები