GE

„6-წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხით სპეკულირება უნდა დასრულდეს“

განათლების სამინისტრო არ აპირებს 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხზე საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს.

განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ განათლების სამინისტროს დასაბუთებულად აქვს წარდგენილი ის მიზეზები, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. თამარ სანიკიძისთვის გაუგებარია, თუ რატომ გახდა აღნიშნული საკითხი სპეკულირების საგანი ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ.

პრემიერმა მოგვიწოდა, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, კიდევ ერთხელ დავსხდეთ და ამაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, გადაწყვეტილება მიღებულია და, შესაბამისად, დასაბუთებაც წარდგენილია. ახლა თავიდან ბოლომდე პარლამენტზეა დამოკიდებული, რას და როგორ იმსჯელებს, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. ეს რეალობა ყოველთვის არსებოდა, უმცირესობის წარმომადგენლები მყავს მხედველობაში, რომლებმაც ეს თემა დღის წესრიგში დააყენეს და ამით სპეკულირებას ახდენენ. ეს უნდა დასრულდეს, რადგან ბავშვები არ უნდა გახდნენ სპეკულირების მსხვერპლნი“, – განაცხადა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკითხზე ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობა სუბელიანმა მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე დაბადებულ პატარებს სწავლის დაწყების უფლება უნდა მიეცეთ. ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში ორი მოსმენით უკვე უყარეს კენჭი. პირველ მოსმენაზე კანონპროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა, მეორე კენჭისყრაზე კი ჩავარდა. 27 მაისს კი კობა სუბელიანი კანონპროექტის გატანას პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გეგმავს.

მორიგი უშედეგო აქცია განათლების სამინისტროსთან – რა უთხრა მინისტრმა მშობლებს

„5 წლისა და 11 თვის ბავშვის სკოლაში მიღება არასწორია“- ირაკლი ღარიბაშვილი

ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს

წყარო: pia.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური