ახალი მინისტრი სკოლის მანდატურის სამსახურის რეფორმას გეგმავს
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მანდატურის სამსახურის რეფორმას აანონსებს.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მანდატურის სამსახური აშკარად საჭიროებს რებრენდინგს:
“მე მანდატურის სამსახური მომწონს, ვთვლი, რომ უნდა იყოს. თუმცა, თავიდან, როდესაც ეს სამსახური შეიქმნა, მას ჰქონდა დიზაინიც და იმიჯიც ბუის და პოლიციელის. ბუა იყო მოსწავლისთვისაც, მასწავლებლისთვისაც და დირექტორისთვისაც. როგორც ვიცი, პირველი 20 მანდატური ვინც იყო, ყველა სკოლის დირექტორი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი დირექტორებს ძირს უთხრიდნენ და მათ სკამს ფეხებს აჭრიდნენ, შემდეგ კი თვითონ დაჯდნენ ამ სკამებზე. ოცდამეერთე დირექტორი რას გრძნობდა ხომ ხვდებით?! კარგია, რომ ახლა მანდატური დირექტორს დაექვემდებარა. სამმხრივი ხელშეკრულებაა დადებული. ფულს უხდის სამინისტრო, თუმცა მანდატური დირექტორის თანამშრომელიც გახდა. ეს პოზიტივია, თუმცა, ბუას იმიჯი და ფორმა, რომელიც პოლიციელისას გავს, კვლავ დარჩა. სიტყვა მანდატურიც კომენდანტის ბიძაშვილია. ვფიქრობ, სახელი უნდა შეეცვალოს. რამე უსაფრთხოების და დაცვის შინაარსის მქონედ”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ მოახერხებს და მანდატურებს რაიმე წრეს ან კლუბს ჩააბარებს. “მაგალითად საგზაო უსაფრთხოების წესები რომ ასწავლონ მოსწავლეებს კარგი იქნება, ასე უფრო “ნავაროჩენი” ტიპი გახდება”.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, გაურკვეველია მანდატურის სამსახურის და ფსიქოლოგიური ცენტრის კავშირიც.
“ფსიქოლოგთან მივდივარ კონსულტაციაზე მანდატურის სამსახურში – რაღაც ძალიან ცუდად ჟღერს. ეს უნდა გადაიხედოს.”
მინისტრმა განმარტა, რომ ყველა ცვლილებას იგი დემოკრატიულად, კონსულტაციების საფუძველზე გეგმავს. მანდატურის სამსახურის სახელის ცვლილებაზე კი კონკურსს გამოაცხადებს და სოციალური კამპანიის წარმოებასაც აპირებს.
აღნიშნულ ცვლილებებს მინისტრი დაახლოებით 6 თვეში გეგმავს.
„მოსე მწერლის“ პოზიცია გვაქვს იქნებ გაგვათავისუფლოთ”-რა უთხრეს პედაგოგებმა განათლების მინისტრს
რას გეგმავს განათლების მინისტრი მასწავლებლებისთვის დამატებითი შემოსავლის გასაჩენად
2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება
რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში
ეკა არის© წივწივაძე
-
განათლების სამინისტრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს მეცნიერებათა აკადემიას – მიზანი და თანხის ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
„სახელოვნებო მიმართულებით მტკივნეული პრობლემები არ შექმნილა“ – პრორექტორი უმაღლესი განათლების რეფორმაზე
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე