GE
10 იანვარი, 2017 12:29

კომაროვის მოსწავლეებმა ბოულინგის სასკოლო ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს

კომაროვის სკოლის მოსწავლეები წარმატებას აღწევენ არამხოლოდ სასწავლო ოლიმპიადებში, არამედ სხვადასხვა სპორტის სახეობაში გამართულ ჩემპიონატებშიც. ამჟამად, კომაროველებმა ბოულინგში ასახელეს სკოლა.

Lebowski Bowl Club-ის მიერ გამართულ ბოულინგის სასკოლო ტურნირში უამრავმა მე-10 კლასის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. Dude-მ ბოულინგის სასკოლო ტურნირში მონაწილე X კლასის მოსწავლეები დააჯილდოვა, გამარჯვებული სკოლების სიაში კი მესამე ადგილზე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა მოხვდა. სკოლის მოსწავლეებმა პროფესიონალი მოთამაშეების წოდება მიიღეს.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალშიც.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება