„გვესტუმრებით გაკვეთილზე?“ – მეორეკლასელებმა საყვარელ ავტორს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს (+ვიდეო)
თბილისის 221-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებსაც ლიტერატურა განსაკუთრებით უყვართ, სულ ახლახანს დაასრულეს საბავშვო წიგნის კითხვა, რომლის ავტორიც ქართველი საბავშვო მწერალი, თამრი ფხაკაძეა. წაკითხულ საბავშვო წიგნთან დაკავშირებით, მათ უმრავი კითხვა გაუჩნდათ და დამრიგებელს, ნინო ტატიაშვილს სთხოვეს თუ შეძლებდა წიგნის ავტორი გაკვეთილზე მოეწვია და მათთვის გაეცნო. პატარებმა მასწავლებლისთვის საქმის გამარტივების მიზნით, მწერლისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს.
იხილეთ ვიდეო
როგორც EDU.ARIS.GE-ს მეორეკლასელების დამრიგებელი, ნინო ტატიაშვილი უმხელს, ბავშვების მონდომებამ შედეგი გამოიღო და მწერალი სულ მალე ესტუმრებათ გაკვეთილზე.
„ამ საყვარელმა ვიდეომ, სახელწოდებით: „გვესტუმრებით გაკვეთილზე?“ თავად მწერლისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ის სულ მალე გვესტუმრება სკოლაში“, – გვითხრა პედაგოგმა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„თანასკოლელს სისტემატიურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას“ – შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მესამე კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი