GE
გერმანული ენის კურსი
ღირებულება: 120 ლარი

ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი“ გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლას გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატისთვის.

კურსები გათვლილია მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისა  და სტუდენტებისათვის. ყველასთვის ვისაც სურს სწავლა და მოგზაურობა გერმანიაში. 

ენის კურსები მოიცავს სხვადასხვა საფეხურს:

1. საწყისი დონე: Grundstufe: A1; A2 – განკუთვნილია მათთვის ვინც თავიდან იწყებს გერმანულის სწავლას. ამ დონეზე უმოკლეს ვადაში შეიძენთ ზეპირი და წერითი მეტყველების საბაზისო დონეს. 

2. საშუალო დონე: Mittelstufe: B1; B2 –  ენის სწავლების ძირითადი საფეხურია. გაიმდიდრებთ ლექსიკას, დაეუფლებით გრამატიკის დიდ ნაწილს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისაუბრებთ ნებისმიერ თემებზე. შეძლებთ სხვადასხვა სირთულის ლიტერატურის, სტატიების წაკითხვას და აღქმას. ამ დონის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოთ ენის დაუფლება პროფესიული მიმართულებებით. 

3. პროფესიული დონე: Oberstufe: C1; C2 – ხდება სამეტყველო ენის დახვეწა, შეისწავლება პროფესიონალურ დონეზე გერმანულად საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დაძლევა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა. შეძლებთ სწრაფად საუბარს, რთული და მოცულობითი ტექსტების აღქმა- გაგებას.

მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, 1 სთ.
კურსის ღირებულება: 120 ლარი. (პირველი და მეორე დონეებისთვის)

კურს გაუძღვება მაღალკვალიფიცირებული პედაგოგი, რომელსაც განათლება აქვს მიღებული გერმანიაში.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები