2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტი მხოლოდ შავი ფერის ტუშიანი კალმის შეტანას შეძლებს
როგორც უკვე ცნობილია, 2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი ტუშიანი კალმით მისვლა კანონით განისაზღვრა. გარდა ამისა, ასევე დადგინდა ის პირობები, რომლებსაც აბიტურიენტის მიერ გამოცდაზე შეტანლი კალამი უნდა აკმაყოფილებდეს.
2018 წლის ეროვნულ გამოცდაზე აპლიკანტის მიერ საკუთარი ტუშის (გელის) კალმის მიტანის შემთხვევაში კალამი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- იგი უნდა იყოს აუცილებლად შავი ფერის;
- მას უნდა ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.
მიუხედავად იმისა, რომ, სურვილის შემთხვევაში, 2018 წელს მონაწილეებს გამოცდებზე საკუთარი კალმის შეტანა შეეძლებათ, გამოცდების ეროვნული ცენტრი წელსაც ყველას უზრუნველყოფს ტუშის (გელის) კალმებით.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავდა, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურენტებს როგორც შავი, ისე ლურჯი ტუშის კალმის შეტანის უფლება უნდა ჰქონოდათ, თუმცა როგორც გაირკვა ასე არ იქნება.
ამავე თემაზე:
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ
რა უნდა გაითვალისწინონ 2018 წლის აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესეს დაწერისას – დეტალები
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან ერთად, NAEC-ში დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოთ – ვის აქვს ვალდებულება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რატომ უნდა შევინახოთ რეგისტრაციის გავლის დასტური, რომელიც ეკრანზე გამოგვიჩნდება? – აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე