GE

ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი ტუშიანი კალმით მისვლა კანონით განისაზღვრა – დეტალები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი რიგი ცვლილებებიდან ერთ–ერთი 2018 წლის მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტის მიერ საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის მიტანის უფლების მინიჭებას ეხება.

“აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე შეიტანოს შეფასებისსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად”, – ვკითხულობთ განახლებულ დოკუმენტში.

ცვლილების თანახმად აკრძალულია პასუხების ფურცლის შესავსებად ამ განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

“პასუხების ფურცელი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება”,–წერია ბრძანებაში.

ამასთან, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ შესახებ დოკუმენტს დაემატა საგანმანათლებლო პროგრამებიც:

საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

ამ ცვლილების საფუძველზე დადგინდა, რომ დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, უნდა დააწესოს გამოცდა შესაბამის საგანში ან საგნობრივი ჯგუფიდან.

ამავე თემაზე:

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ

2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

რა უნდა გაითვალისწინონ 2018 წლის აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესეს დაწერისას – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური