2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 8 247-მა მოსწავლემ შეწყვიტა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ცნობით, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 309 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 223 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა ოთხი ერთეულით შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.1% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 9.9%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი. მოსწავლეთა რიცხვი კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020/2021 სასწავლო წლის დასასწყისისთვის 609.1 ათასი მოსწავლეს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე მეტი მოსწავლე თბილისში სწავლობდა და მათი რაოდენობა მოსწავლეთა საერთო რაოდენიბის 34,9 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებითვე, 2019/2020 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 247 მოსწავლემ, რაც 31.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 41.0% გოგოა, ხოლო 59.0% – ბიჭი, ხოლო 2020 წელს სკოლა 88 554 მოსწავლემ დაასრულა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.5% და 51.2%-ს შეადგენს.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE