GE

„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის

„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს მასშტაბურად, დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

1-ელ ოქტომბერს, თბილისის მერიამ გამოაქვეყნა ბავშვების, მოზარდებისა და უფროსებისთვის დაგეგმილი აქტივობების შესახებ პროგრამა, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

ორბელიანის მოედანი

3-4 ოქტომბერი – 12:00 საათი – 23:00 საათი

გასტრონომიული ფესტივალი
ყველისა და ღვინის კუთხე
ლუდის ზონა
სამეწარმეო მარკეტი
თბილისური სახელოსნო
ორბელიანის ნუგბარი
კულინარიული მასტერკლასი
თემატური ფოტოზონები
სადღესასწაულო ინსტალაციები
საბავშვო-გასართობი სივრცე და აქტივობები
საბავშვო კონცერტები
თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
საბავშვო ვორქშოფები (12:00 საათი – 19:00 საათი)
საბავშვო ტკბილეულის ზონა
ატრაქციონები
იტალიის საელჩოს სივრცე (იტალიური კულინარია, მასტერკლასები, მუსიკა)
„გარდენია შევარდნაძე“ – პროექტი „შემოდგომის თბილისი“
ელექტრონული მუსიკა

3 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (ორბელიანის მოედნის სცენა)

13:00 საათი – საბავშვო კონცერტი
15:00 საათი – თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ ვოკალურ-ინსტრუმენტალური
კონცერტი
20:00 საათი – საღამოს კონცერტი

4 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (ორბელიანის მოედნის სცენა)

13:00 საათი – საბავშვო კონცერტი
20:00 საათი – ქალაქური მუსიკის საღამო

რიყის პარკი

3-4 ოქტომბერი – 12:00 საათი – 23:00 საათი

„თბილისის დიდი სამზარეულო“
„Street Food თბილისი“
კულინარიული მასტერკლასი
გასტრონომიული ფესტივალი
ყველისა და ღვინის კუთხე
ლუდის ზონა
სამეწარმეო მარკეტი
თბილისური სახელოსნო
თემატური ფოტოზონები
სადღესასწაულო ინსტალაციები, თაღი და ხეივანი
თავგადასავლების კაფე
ოფროუდის თავგადასავლების ტრასა
„ტკბილი თბილისი“ – საბავშვო ტკბილეულის ზონა
საბავშვო-გასართობი სივრცე და აქტივობები
საბავშვო კონცერტები
თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
საბავშვო ვორქშოფები (12:00 – 19:00)
სპორტული აქტივობები:

  • კრიობა (ქართული საბრძოლო ხელოვნება)
  • ჭადრაკი
  • ნარდი
  • ქართული ჭიდაობა
  • მინი-გოლფი
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • ავტო-მოტო ფესტივალი

ატრაქციონები
ელექტრონული მუსიკა

3-4 ოქტომბერი – საბავშვო პროგრამა

12:00 საათი – 18:00 საათი – ფოტორატორი, გიფერი, სახეზე მოხატვა და ბუშტების
მასტერკლასი
12:00 საათი – ღონისძიების საზეიმო გახსნა: დრამერების შოუ და ზღაპრის გმირების
მსვლელობა
14:00 საათი – ჯამბაზების შოუ
14:30 საათი – სპექტაკლი „კომბლე“, „წიქარა“
15:00 საათი – დრამერების შოუ
15:30 საათი – საპნის ბუშტების შოუ
16:00 საათი – ილუზიონისტების შოუ
17:30 საათი – ქიმიური ლაბორატორია (აზოტის შოუ)
18:00 საათი – დრამერების შოუ

3-4 ოქტომბერი – რიყის პარკი – საკონცერტო პროგრამა

13:00 საათი – საბავშვო კონცერტი
18:00 საათი – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი

3 ოქტომბერი – 12:00 საათი – 23:00 საათი

საქართველოს ბაიკერთა ასოციაცია – სამოყვარულო და გასართობი შეჯიბრებები
კრუიზერისა და ედვენჩერის ტიპის მოტოციკლებისთვის
მოტო და ავტო საგამოფენო სივრცეები
მოტო ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა
ქართველი მოტომოყვარულების მიერ შესრულებული მხატვრული გამოფენა

4 ოქტომბერი – 12:00 საათი – 23:00 საათი

ენდურო ქლაბ ჯორჯია – ენდუროს შეჯიბრი
ენდუროსა და ენდურო ბავშვების დისციპლინის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი
სპეციალურად მოწყობილი რთული საშეჯიბრო გზა
გამარჯვებულთა დაჯილდოება

ლეღვთახევი და აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია

3-4 ოქტომბერი

12:00-20:00 საათი – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“
12:00-20:00 საათი -კულტურულ-შემოქმედებითი სივრცე:

  • მოცულობითი სადღესასწაულო დეკორაციები
  • თემატური პროექციები
  • პერფორმანსები

გუდიაშვილის მოდანი

3-4 ოქტომბერი – 12:00 საათი – 23:00 საათი

ღია კინოთეატრი
მოცულობითი სადღესასწაულო დეკორაციები
სამეწარმეო მარკეტი
გასტრონომიული ფესტივალი
ყველისა და ღვინის კუთხე
ლუდის ზონა

(გუდიაშვილის მოედნის სცენა)

3 ოქტომბერი

20:00 საათი – მუსიკალური ბენდი – „ღიმილის ბიჭები“
21:00 საათი – სალომე გოცირიძე და ბენდი

4 ოქტომბერი

20:00 საათი – „ელის ბენდი“
21:00 საათი – „ჩაქოს ბენდი“

4 ოქტომბერი

20:00 საათი – თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური