2019 წელს საჯარო სკოლებში გაკვეთილებიდან გაპარვის 5 545 შემთხვევა დაფიქსირდა
2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) საჯარო სკოლის მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილიდან გაპარვის 5545 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018-2019 სასწავლო წლებში კი – 10352.
აღნიშნულ სტატისტიკას მანდატურის სამსახური იმ საჯარო სკოლებში აწარმოებს, სადაც თანამშრომლები ჰყავს. უწყების ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლებში დაფიქსირებულია მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილის ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობის 5896 შემთხვევა, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლებში (იანვრის თვემდე) გაკვეთილის ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობის – 3058 ფაქტი.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველში სულ 2086 საჯარო სკოლაა და იქ 530, 1 ათასი ბავშვი სწავლობს. 2019 წლის მდგომარეობით მანდატურის თანამშრომლები 588 საჯარო სკოლაში მუშაობენ და სტატისტიკური მონაცემებიც დაახლოებით ამ ოდენობის საჯარო სკოლებიდანაა აღებული.
თ.ვ.
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE
-
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სხვა დანაშაულებისთვის 9 პირს ბრალდება წარუდგინა
by ინფოLIFE
-
60-ზე მეტი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE