2020 წელს პედაგოგთა საპენსიო ჯილდოსთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა
2020 წლის პირველ სამ თვეში (პროექტი 2019 წელს დაიწყო ავტ.) პედაგოგების საპენსიო ჯილდოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშშია საუბარი, რომელიც უწყებამ პარლამენტს გადაუგზავნა.
„განათლების რეფორმის ფარგლებში 428 საჯარო სკოლის 782 საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებელმა, რომლებმაც 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, საანგარიშო პერიოდში მიიღეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო (ორი წლის ჯამური ხელფასი). ამ მიზნით მიმართულმა სახსრებმა შეადგინა 8.2 მლნ ლარი; “-ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგების სკოლიდან წასვლის სქემა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ გასულ წელს შეიმუშავა. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს სახელმწიფომ სამსახურის დატოვების სანაცვლოდ 2 თვის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა შესთავაზა. პედაგოგებს გადაწყვეტილება 2019 წლის ბოლომდე უნდა მიეღოთ. სამინისტროს ინფორმაციით, ჯილდოს მიღების სურვილი ჯამში 6000-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა.
ანგარიშში ასევე საუბარია 2020 წლის იანვარსი, თებერვალსა და მარტში საჯარო და კერძო სკლოებისთვის ბიუჯეტიდან გაღებული ფინანსების შესახებ.
„ქვეყნის მასშტაბით არსებული ორი ათასზე მეტი საჯარო და 250-ზე მეტი კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასაფინანსებლად მიიმართა 201.5 მლნ ლარი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE