24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს, 28 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
“სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 -ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ ( ს/კ 432551865).
შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
უწყებისვე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 1501.
-
ხელფასი 3 960, 3 490 და 2 400 ლარია – მანდატურის სამსახური სპეციალისტებს ეძებს
by ინფოLIFE
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში 30-ზე მეტი პირის დახმარებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
by ინფოLIFE
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE