5 ნოემბრიდან თბლისის სახელოვნებო სკოლების ნაწილი ონლაინ სწავლებაზე გადავა, ნაწილი კი მუშაობას შეაჩერებს
თბილისის სახელოვნებო სკოლებში ხვალიდან ადგილზე მუშაობა დროებით ჩერდება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში გარკვეულ სახელოვნებო დარგებში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, იმ დარგებში კი, სადაც დისტანციური სწავლება პრობლემას წარმოადგენს, საგანმანათლებლო პროცესი დროებით შეჩერდება.
უწყების ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა, სწავლების ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, სახელოვნებო სკოლების ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სახელოვნებო სკოლებში მუშაობა განახლდება მაშინ, როცა საკოორდინაციო საბჭო და ეპიდემიოლოგები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ.
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში 30-ზე მეტი პირის დახმარებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
by ინფოLIFE
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE