60-წლამდე სპორტის პედაგოგს მეშვიდე კლასელი გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ
ქარელის მუნიციპალიტეტში 60-წლამდე სპორტის პედაგოგს მეშვიდე კლასელი გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ქარელის საგანმანათლებლო რესურცენტრში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, სკოლა შესაბამისი ღონისძიებები უკვე გაატარა და პოლიციას მიმართა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
სავარაუდო მოძალადე ჯერჯერობით დაკავებული არ არის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი დამნაშავეს 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
„თბილისობა 2026“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
by ინფოLIFE
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE