800-მდე ბაღის და 70-მდე სკოლის კვების ობიექტებში 24 დარღვევა აღმოაჩინეს
სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს. უწყების ინფორმაციით, მოწმდება როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტები.
„2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები“-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძის განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირების სიხშირე მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება. შემოწმებისას კი ყურადღება შემდეგ კრიტერიუმებს მიექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმები, რეცხვა/დეზინფიცირება, მოწყობილობები, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობა, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმები, ეტიკეტირება, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა.
თ.ვ.
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE