აჭარაში ნამოგზაურები 2 200 პედაგოგიდან, გამოკვლევაზე მხოლოდ 1 011 მივიდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პედაგოგებიდან, რომლებიც აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარაში იმყოფებოდნენ, ტესტირება მხოლოდ 46%-ს აქვს ჩატარებული. რის შედეგადაც კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძე მოუწოდებს დანარჩენ პედაგოგებს, შესაბამის ცენტრებს მიმართონ და გამოკვლევა ჩაიტარონ.
„ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ ისინი ცოტა მოეშვნენ. დაახლოებით 2 200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდა აჭარაში და ისინი დაექვემდებარნენ საქართველოს ყველა რეგიონში გამოკვლევას. ამ 2 200-დან გამოსაკვლევად მივიდა მხოლოდ 1 011 ანუ 46% და 7 დადასტურება გვაქვს, ამიტომ ისევ და ისევ ვთხოვ მასწავლებლებს, ვინც გახლდნენ ზაფხულზე ბათუმსა და აჭარაში, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თ.ვ.
-
ატესტატის სანაცვლოდ ქრთამის აღებისთვის მარნეულის N4 სკოლის დირექტორი დააკავეს
by ინფოLIFE
-
60 ვაკანსია თბილისში და 36 რეგიონებში – სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by ინფოLIFE
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE