„აიღეთ ახლა ეს თანხები და შეუძინეთ ტექნიკა და ინტერნეტმომსახურება მათ, ვისაც ეს სჭირდება“ – მიმართვა სამინისტროსადმი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ თანხების მოსწავლეებზე დახარჯვისკენ მოუწოდებენ, რომლებიც პანდემიის ფონზე უწყებაში დაიზოგა.
“საჯარო სკოლებს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტს პანდემიური სიტუაციით ეზოგება კომუნალური, რეგიონების მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის. ზოგიერთი სახის სახელმწიფო შესყიდვებისთვის და კიდევ სხვა ათასი წვრილმანისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები. თითოეულ საშუალოკონტინგენტიან სკოლაზე, ზამთრის სეზონისთვი ეს თანხები თვიურად, საშუალოდ 3 ათასი ლარის დიაპაზონშია. დიდ სკოლებში უფრო მეტი, ქვეყნის მასშტაბით კი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონს აღემატება.
“ამ დაზოგილი თანხის ფონზე (ცხადია, თუ ვიღაცების პირად ბიუჯეტში არ ხვდება რაღაცგვარი ხვრელებით) არ უნდა გვყავდეს ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც სწორედ უფინანსობის მიზეზით, ხელი არ მიუწვდებათ ონლაინ გაკვეთილზე, არ უნდა გვყავდეს ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც რის ვაი-ვაგლახით ნაყიდი კომპიუტერული თუ მობილური აპარატურა გაზაფხულის მერე შესწირეს გაკვეთილებს (რა დასაყვედრებელია, მაგრამ, სხვათა შორის, ეს ენთუზიაზმი დიდად დასაფასებელია, რადგან, არავინ არის ვალდებული პირადი ქონებით ემსახუროს სახელმწიფო და თუნდაც სხვა სტრუქტურას).
“აიღეთ ახლა ეს თანხები და შეუძინეთ ტექნიკა და ინტერნეტმომსახურება მათ, ვისაც ეს სჭირდება!”, – წერს საკუთარ გვერდზე დავით ფერაძე, პედაგოგი და პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები