GE

ამირან გამყრელიძე უმაღლეს სასწავლებლებს თხოვნით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და რეკომენდაციებს აძლევს.

„როგორც ცნობილია 2 კვირით გადაიდო სწავლა ამ ეტაპზე. განსაკუთრებით უმაღლეს სასწაველებლებს მინდა ვთხოვო, გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება რაც დღეს აქვს ჩინეთს და უკვე რამდენიმე დიდ ქვეყანას. როდესაც სწავლების და დიდი თავშეყრის კონფერენციების თუ სხდომების ორგანიზება გადადის ვირტუალურ, ონლაინ რეჟიმებში. შესაძლებელია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს მეთოდები. განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში სადაც ეს არის შესაძლებელი, ბავშვებთან კომუნიკაცია გვქონდეს ონლაინ რეჟიმში, ანუ ვირტუალურ რეჟიმში. არ არის აუცილებელი დიდი კონფერენციების და კონგრესსების ორგანიზება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 16 მარტის ჩათვლით გადადო. სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი გადადებულია სკოლებსა და ბაღებშიც.

50 კითხვა და 50 პასუხი – ყველაფერი ლაკონიურად კორონავირუსის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური